გარანტ მოტორსში მანქანის ძრავის შეკეთებას პროფესიონალი პერსონალი უზრუნველყოფს. ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ავტომობილი ჰყავს იცის, რომ ძრავა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მცირე დაზიანებას მალევე არ აღმოფხვრავთ კვალიფიციური სპეციალისტის მეშვეობით, შემდეგში მიიღებთ უფრო დიდ ზიანს. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს მეტი ფინანსების დახარჯვას.
აკონტროლეთ ძრავაში ზეთის ოდენობა
საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ფილტრი და ზეთი
გამოიყენეთ ხარისხიანი ზეთი
დროულად გამოცვალეთ ღვედის კბილანა
დააკვირდით ძრავის ხმას
ავტომობილის ძრავი, მაშინ არის გამართული, როცა აღმართზე მანქანის დასაძრავად მცირე გაზიც კი საკმარისია, რა თქმა უნდა ძრავი და კოლოფი მანამდე უნდა გაათბოთ.
ავტომობილის ძრავის შეკეთება არის რთული ტექნოლოგიური პროცესი. გარანტ მოტორსის სპეციალისტები ახორციელებენ ძრავის შეკეთებას ყველა წესის დაცვით, ძრავების კატალოგის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხით სამუშაოს შესრულებას.
ჩვენ ვაწარმოებთ ნებისმიერი სირთულის ძრავების შეკეთებას, ეს იქნება:
იაპონური ავტომობილის
ევროპული ავტომობილის
ამერიკული ავტომობილის
პირველ ეტაპზე ხდება ძრავის სხვადასხვა სისტემისა და მექანიზმების მუშაობის შემოწმება. მისი ძირითადი პრობლემების გამოვლენის შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ/ვადგენთ შეკეთების მომდევნო ეტაპებს.
მომხმარებელთან, შესასრულებელი სამუშაოს დაწყებამდე წინასწარ ვათანხმებთ სათადარიგო ნაწილების და მომსახურების საფასურს. ასევე, ჩვენ მოვძებნით და შევარჩევთ ყველა საჭირო სათადარიგო ნაწილებს ძრავის შესაკეთებლად.
მსუბუქი გაუმართაობის აღმოფხვრა მანქანის ძრავაში, რომელიც დაკავშირებულია მის უწყვეტ მუშაობასთან.
საშუალო სიმძიმის ძრავის შეკეთებას - ავტომობილის ძრავის ზოგიერთი გაცვეთილი ნაწილის ჩანაცვლებას ან აღდგენას, რაც მოითხოვს ნაწილობრივ დაშლას.
კაპიტალურად ძრავის შეკეთება მოიცავს ძრავის მუშაობის სრულ აღდგენით პროცესს, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ყველა სისტემის საფუძვლიანი დიაგნოსტიკა, მათ შორის სენსორების კომპიუტერული მონიტორინგი და ძრავის დიაგნოსტიკა. ასევე, ყველა გაცეთილი ნაწილების შეცვლას და ახლის შერჩევას. ძრავის შეკეთების დასრულების შემდეგ, ჩვენი სპეციალისტები არეგულირებენ ძრავას და უზრუნველყოფენ ყველა პარამეტრის გასწორებას.
გარანტ მოტორსი არის კომპანია, რომელიც მძღოლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ავტოსერვისს. ჩვენი მიზანია, რომ მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. სამუშაო ჯგუფი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან. კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს:
თანამშრომლების კვალიფიკაციაზე
ხარისხიან მომსახურებაზე
ხარისხიან მასალაზე
გონივრულ ვადაში სამუშაოების დასრულებაზე
გახსოვდეთ, რომ ავტომობილის ძრავის გაუმართაობის დროულად მოგვარება გაზრდის თქვენი მანქანის სიცოცხლისუნარიანობას და ძრავის გამძლეობას. არჩევანი შეაჩერეთ სანდო კომპანიაზე, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე.
გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს.