მანქანს ფარების გასწორება ხარისხიანად - Garant Motors

ფარების გასწორება გარანტ მოტორსში

ავტომობილზე ფარების გასწორება საკმაოდ მოთხოვნადია, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა საჭიან მანქანებზე. ამ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისთვის აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება. სწორედ ამგვარი ხელოსნებისგან არის შექმნილი გარანტ მოტორსის გუნდი.

რატომ არის აუცილებელი ფარების გასწორება?

ევროპულ და ამერიკულ მანქანაზე ახლო განათების დროს მარჯვენა მხარე უფრო შორს ანათებს, იაპონურზე კი მარცხენა მხარე უფრო ძლიერია, შედეგად, შემხვედრ მანქანას თვალებში ანათებს, რაც არ არის უსაფრთხო მარცხენა საჭიანი მძღოლებისთვის. გარანტ მოტორსში მარცხენა საჭიანი ავტომობილების ფარების გასწორება ხდება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, ხოლო მარჯვენა საჭიან ავტომობილის ფარებს კი გადაკეთება სჭირდება. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ამ პროცედურას ატარებენ უმაღლეს დონეზე, რაც გულისხმობს, რომ ფარებში არ ირღვევა ჰერმეტულობა და სწორდება განათება სტანდარტის მიხედვით.

რა დრო სჭირდება ფარების გასწორებას?

პროცედურის დრო განსხვავებულია ავტომობილის მოდელის მიხედვით, საშუალოდ ფარების გასწორებას სჭირდება 15 წუთი, ხოლო გადაკეთებას 1-2 საათამდე. 

გთავაზობთ ავტომობილის ბრენდებს, რომელთა ფარების გასწორებაც გარანტ მოტორსში ხდება მაღალხარისხიანად და ყველა სტანდარტის დაცვით, ესენია:

  • Honda fit

  • Toyota aqua

  • Nissan tiida

  • Mitsubishi delica

  • Toyota prius

  • Bmw 3

  • Mercedes

  • Lexus

  • Nissan teana

  • Volkswagen golf

  • Nissan note

  • Toyota vitz

  • Mazda

  • Subaru

რა ღირს ფარების გასწორება?

ფარების გასწორება სხვადასხვა კომპანიაში განსხვავებულია, მაგრამ კარგი შედეგის მისაღებად უნდა მიმართოთ სანდო კომპანიას, სადაც მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები და იყენებენ ხარისხიან მასალას. „გარანტ მოტორსში“ ფარების გასწორების ღირებულება დამოკიდებულია შემდეგ დეტალებზე:

  • ფარების გასწორება - 20 ლარი

  • ფარების გადაკეთება 30 – 200 ლარამდე მერყეობს, იმის მიხედვით ფარები არის ქსენონი თუ ლინზა

  • წყვილი ფარის პოლირება - 30 ლარი

„გარანტ მოტორსი“ ამკვიდრებს ევროპული სტანდარტების შესაბამის ავტო სერვისს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირთათვის. ჩვენთან ფასები მისაღებია, ხოლო ხარისხი მაღალი. ასევე, თითოეული თანამშრომელი პროფესიონალია და სამუშაო სრულდება უმოკლეს დროში, ამ დეტალებზე კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას.

პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ჩვენი ხარისხის გარანტია:

  • Liqui Moly

  • Motor Gold

  • eurol lubricants

  • Valvoline

  • Alpina

  • BARDAHL

  • MoBiL

  • FILTRON

  • ACDelco

  • MAN

  • Hengst Automotive

  • Japanparts

  • FILTERMAX

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.