მანქანის პოლირება ხარისხიანად - Garant Motors

ავტომობილის გაპრიალება, პოლირება

„გარანტ მოტორსი“ გთავაზობთ ავტომობილის პოლირების უმაღლესს სერვისს ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურდაღებას ვაქცევთ და უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ ხარისხს.

ავტომობილს თუ ჩაუტარებთ ხარისხიან პოლირებას ძალიან მარტივად და სწრაფად მოშორდება ნადები, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამისთვის საჭიროა გამოცდილი სპეციალისტი, რომ მუშაობისას არ დააზიანოს საღებავი. პოლირების კიდევ ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ ავტომობილი იძენს ბზინვარებას და ხდება მეტად ეფექტური.

თითოეულ ავტომობილის მფლობელს სურს გარეგნული მდგომარეობის იდეალურად შენარჩუნება. ექსპლუატაციის პერიოდში მანქანის საღებავი განიცდის აგრესიულ ქიმიურ და მექანიკურ ზემოქმედებას, ესენია:

  • საგზაო ქიმიკატები

  • უკონტაქტო რეცხვა

  • ქვიშის მცირე ნაწილაკები, რომელიც საღებავში აღწევს.

ეს ყველაფერი კი იწვევს საღებავის ზედაპირის დაძველებას და ხდება დაბინდული. მეტალის ზედაპირზე არსებული ნაკაწრები, ლაქები და ძველი ჩამჯდარი ჭუჭყი, არ ირეცხება არანაირი საშუალებით. იმისათვის, რომ ავტომობილი მოიყვანოთ მწყობრში მას სჭირდება პროფესიონალური გაპრიალება.

ავტომობილის გაპრიალება მოიცავს სამ ეტაპს:

  • მანქანის ზედაპირის მომზადება: გარეცხვა, ცხიმისგან წმენდა, საღებავების ღრმა წმენდა სპეციალური საწმენდი და აბრაზიული თიხის გამოყენებით ლაქების, ორგანული ნარჩენების და სხვა ჩამჯდარი ჭუჭყის მოსაშორებლად და ბოლოს გაშრობა.

  • აღმდგენი გაპრიალება: გასაპრიალებელი ხელსაწყოები და პროფესიონალური აბრაზიული გასაპრიალებელი პასტები გამოიყენება ლაქზე ზედაპირული ნაკაწრების მოსაშორებლად.

  • დამცავი გაპრიალება: დამცავი გაპრიალება მიზნად ისახავს საღებავის შენარჩუნებას, დამატებითი დამცავი ფენის შექმნით იცავს ავტომობილს არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. დამცავი ნაერთების გამოყენება და გაპრიალება ხორციელდება ხელით.

  • შემდეგ, დამცავი კომპოზიციის პოლიმერიზაციისთვის ნორმალური ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში რამდენიმე საათია საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული საფეხური აუცილებელია, რომ სპეციალისტმა ზედმიწევნით შეასრულოს. ხოლო თუ ასე არ მოხდება, არასახარბიელო შედეგი დადგება. პრობლემის თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ისეთ კომპანიას, სადაც ხარისხი უპირატესია.

როგორ უნდა შევარჩიოთ სანდო ავტო სერვისცენტრი?

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ხარისხიანი მომსახურება, რომ მიიღოთ შემდეგ დეტალებს დააკვირდით:

  • რამდენად კვალიფიცირებულია სპეციალისტი

  • რა მასალას იყენებს

  • როგორ ხელსაწყოებს მოიხმარს

  • იცის თუ არა დროის ეფექტურად გამოყენება

ყველა ამ პირობას აბსოლუტურად აკმაყოფილებს გარანტ მოტორსი და იძლევა ხარისხის გარანტიას.

აუცილებელია რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ეწვიოთ კვალიფიციურ სპეციალისტს და შეამოწმოთ თქვენი ავტომობილის მდგომარეობა, რადგან ნაადრევად აღმოჩენილი პრობლემა ბევრად მარტივი მოსაგვარებელია, დაგეხარჯებათ ნაკლები დრო და ფული.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით და ჩვენ ყველა თქვენს შეკითხვას გავცემთ პასუხს.