ავტომობილის ელექტრო მოწყობილობების დიაგნოსტიკა და პრობლემების დროულად აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია. გარანტ მოტორსი გთავაზობთ მაღალი დონის სერვისს საუკეთესო ფასად.
დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ ელექტრო მოწყობილობებში ნებისმიერი ტიპის პრობლემის იდენტიფიკაცია მოხდეს. გარანტ მოტორსში ეს პროცედურა ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტის მეშვეობით.
ავტომობილებში ელექტროობა ადამიანის ნერვული სისტემის მსგავსია. ელექტრო სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იწვევს ავტომობილის ნაწილობრივ ან სრულად გაჩერებას. ეს რომ არ მოხდეს უნდა მიმართოთ გამოცდილ ხელოსანს, რომელიც თქვენი ავტომობილის პრობლემას მარტივად და ეფექტურად მოაგვარებს.
სატრანსპორტო საშუალების ელექტრო მოწყობილობების დიაგნოსტიკა მაშინ ხდება საჭირო, როცა:
ძალიან ხშირად ავტომობილი არ იქოქება
ძრავა არასტაბილურად და გაუმართავად მუშაობს
კარგავს სიმძლავრეს
გაწევის უნარს და სხვა.
ელექტრონული სისტემა თანამედროვე მანქანებში წარმოადგენს რთულ მოწყობილობას, ამიტომ ელექტრონული სისტემები უნდა შეაკეთოს მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტმა, სპეციალური ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.
ჩვენი გამოცდილი ელექტრიკოსი სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს, ესენია:
ნებისმიერი ბრენდის ავტომობილების ელექტრული აღჭურვილობის კომპლექსურ შეკეთებას
გაყვანილობის სრულ ან ნაწილობრივ ჩანაცვლებას
განათების, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების კომპლექსურ შეკეთებას
სიგნალიზაციის სისტემაში ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრას
ელექტრო სისტემებისა და ძრავის კოორდინაციას
ელექტრო სისტემების მოკლე ჩართვის აღმოფხვრას
სენსორების, ელექტრონული ერთეულების და ელექტრო სქემების რღვევის დადგენასა და აღმოფხვრას
აკუმულატორის ბატარეის სრულ აღდგენას და მრავალ სხვას.
გარანტ მოტორსის ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო მაღალტექნოლოგიური აპარატურით ავტომობილის ელექტრო სისტემების გაუმართაობის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.
გახსოვდეთ, რომ ელექტრო სისტემის ნებისმიერი გაუმართაობა მწვავდება ყოველ კილომეტრზე, და რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ თქვენი ავტომობილის ელექტროობის შეკეთებას, მით უფრო მაღალი იქნება შესასრულებელი სამუშაოს საფასური. გარდა იმისა, რომ მეტად ძვირი დაგიჯდებათ შეკეთება, დაზიანებაც უფრო დიდი იქნება, პრობლემის მოგვარებასაც შედარებით მეტი დრო დასჭირდება, ამიტომ გირჩევთ, რომ მალევე მიმართოთ გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფს, რომლებიც სრულ ტექნიკურ მომსახურებას გაგიწევენთ.
ავტომობილი დაუყონებლივ მიიყვანოთ სერვისცენტრში
გაკეთდეს ელექტრომოწყობილობის პროფესიონალური დიაგნოზი
კომპიუტერული დიაგნოსტიკა
ბოლოს კი, საფუძვლიანად შეკეთება
გარანტ მოტორსი არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, თუმცა ფასებიც მისაღებია საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის. თითოეული სპეციალისტი პროფესიონალია და მუშაობისას იყენებს ხარისხიან მასალას, ასევე აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, თქვენი ავტომობილი სანდო ხელშია.
გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს შეკითვებს.