მანქანის პლასტმასების აღდგენა ხარისხიანად - Garant Motors

პლასტმასის აღდგენა

პლასტმასის აღდგენას გარანტ მოტორსში პროფესიონალი პერსონალი უზრუნველყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ნებისმიერი ტიპის დაზიანების გამოსწორებაა შესაძლებელი და რაც მთავარია, ხელმისავწდომ ფასად.

დღეს ავტომობილის მეპატრონეები ხშირად დგანან იმ პრობლემის წინაშე, თუ რომელ კომპანიასა და ხელოსანს მიმართონ, რადგან კონკურენცია საკმაოდ დიდია, კვალიფიციური სპეციალისტების მოძიება კი რთული. გარანტ მოტორსში დაგხვდებათ გამოცდილი ხელოსნების გუნდი, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე. სხვადასხვა სერვისთან ერთად, შესაძლებელია პლასტმასის აღდგენაც, რადგან თქვენს ავტომობილს დაუბრუნდეს ვიზუალური სილამაზე და არ შეგიქმნათ რაიმე სახის დაბრკოლება.

რატომ „გარანტ მოტორსი“?

„გარანტ მოტორსის“ გუნდი შედგება გამოცდილი სპეციალისტებისგან, რომელთა მიზანი არის საქართველოში დაამკვიდრონ მაღალი სტანდარტების შესაბამისი ავტოსერვისი. სრული ტექნიკური მომსახურება ხელმისაწვდომია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი კატეგორიისთვის.

კომპანია პასუხისმგებელია:

  • თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე - რაც დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია

  • გამოყენებული მასალების ხარისხზე - განაპირობებს იდეალურ შედეგს

  • სამუშაოს დროულ შესრულებაზე - წინასწარ იქნება განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა

ბამპერის აღდგენა

ბამპერის აღდგენა არის ყველაზე პოპულარული ტიპის სამუშაო, რადგან ავტომობილის ეს დეტალი ყველაზე დაუცველია. მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევის დროსაც კი ბამპერი ზიანდება პირველ რიგში. უმნიშვნელო ნაკაწრიც კი ამ დეტალზე ძალიან შესამჩნევია და აფუჭებს მანქანის გარეგნულ იერსახეს. აქედან გამომდინარე, ბამპერის აღდგენა და შემდგომი შეღებვა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა და რა თქმა უნდა აუცილებელიცაა.

პლასტმასის ბამპერების რეკონსტრუქციისას ხორციელდება ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც პლასტმასის სტრუქტურის მოლეკულურ დონეზე შეცვლის საშუალებას იძლევა. სამუშაოები მოითხოვს პროფესიონალურ აღჭურვილობას. ავტომობილის ბამპერის პროფესიონალურად შესრულებული აღდგენითი სამუშაოს და შეღებვის შემდეგ, პლასტმასზე არ დარჩება ნაკერები ან ბზარები.

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები უმოკლეს დროში შეღებავენ და შეაკეთებენ პლასტმასის ბამპერებს, ნებისმიერი დაზიანების ხარისხის სირთულის მიუხედავად.

ბამპერების აღსადგენად, ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას. კონკრეტულად რომელს დამოკიდებულია ნაწილის მასალაზე და მისი წარმოების მეთოდიკაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას ვიძლევით შეკეთების ხარისხსა და დეტალის სრულ აღდგენაზე.

რატომ გარანტ მოტორსი?

გარანტ მოტორსში ავტომობილს დაუბრუნებენ პირვანდელ სახეს, სამუშაოები იქნება ხარისხიანი მასალისგან შესრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არანაირი ხარვეზი არ ექნება.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ თქვენს ყველა შეკითხვას ვუპასუხებთ.