ჰიბრიდული ავტომობილების სისტემა უფრო რთულადაა მოწყობილი, ვიდრე მათი ტრადიციული კოლეგები, შესაბამისად, მათ სჭირდებათ კვალიფიციური შეკეთება, ტექნიკური მომსახურება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატებისა და დამხმარე მოწყობილობების გამოყენებით. გარანტ მოტორსს ჰყავს გამოცდილი პერსონალი, რომელიც დაგეხმარებათ ჰიბრიდული ავტომობილების შეკეთებაში. ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს.
გარანტ მოტორსში სამუშაო პროცედურები მოიცავს:
ყველა სისტემის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას
ჰიბრიდული სისტემის მომსახურებასა და შეკეთებას
მაღალი ძაბვის ბატარეის მომსახურებასა და შეკეთებას
გარანტ მოტორსი აღჭურვილია თანამედროვე სპეციალიზირებული აპარატურით. არსებული კომპიუტერული პროგრამა საშუალებას იძლევა ობიექტური ინფორმაციის მოპოვებაში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ეს კი ყველაზე მთავარია, რადგან დადგინდეს ზუსტი პრობლემა, რომ შეკეთდეს სწორად და ხარისხიანად.
თანამშრომლების კვალიფიკაციაზე
ხარისხიან მასალაზე
სანდოობაზე
მოკლე ვადებში სამუშაოს შესრულებაზე
ჩვენ გვაქვს საკუთარი სათადარიგო ნაწილების საწყობი. ასევე, ვთანამშრომლობთ მომწოდებლებთან, რაც უზრუნველყოფს საჭირო ნაწილების სწრაფ მიწოდებას. აქედან გამომდინარე, ავტომობილის შეკეთება სწრაფად და ეფექტურად ხორციელდება. უმეტეს შემთხვევაში, მანქანის შეკეთების პროცესს ერთი დღე სჭირდება. მხოლოდ ძალიან სერიოზული პრობლემები მოითხოვს მეტ დროს.
ბაზარზე შესამჩნევადაა გაზრდილი ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რა უპირატესობები აქვთ და რითი განსხვავდებიან შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებისგან. ესენია:
ბევრად ეკონომიურია
არ აბინძურებს ჰაერს
გააჩნია თვითდამუხტვის ფუნქცია
ავტომატურად აკონტროლებს, როგორც ელექტროძრავის, ასევე ბენზინის ძრავის მუშაობას
გადაადგილდება უხმაუროდ
შეუძლია მომენტალურად აჩქარება
გადადით კონტაქტის გვერდზე, დაგვიკავშირდით სასურველ დროს, დაგვისვით კითხვები და მიიღეთ ამომწურავი პასუხები. გარანტ მოტორსის მთელი გუნდი მზად არის თქვენს დასახმარებლად.