მანქანის ქიმწმენდა - მაღალი ხარისხის სერვისი | Garant Motors

პროფესიონალური ქიმწმენდა გარანტ მოტორსში

სასიამოვნო მგაზვრობისთვის მნიშვნელოვანია სუფთა და მოწესრიგებული გარემო. პერიოდულად, ავტომობილის ინტერიერს ჭირდება პროფესიონალური ქიმწმენდა. გარანტ მოტორსის გუნდი, ხარისხიანი საწმენდი საშუალებებისა და ტექნოლოგიების დახმარებით, უზრუნველყოფს თქვენი მანქანის სისუფთავეს, ზიანის მიყენების გარეშე.

ადრე თუ გვიან, ავტომობილის ინტერიერი ბინძურდება, ჩნდება ცუდი სუნი. სხვადასხვა მიკროორგანიზმები ღრმად აღწევენ ავტომობილის სავარძლების ქსოვილში და ზიანს აყენებენ თქვენს ჯანმრთელობას.

კერხერის ტექნოლოგიით ქიმწმენდის უპირატესობები:

  • ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ჭუჭყის ყველაზე პატარა ნაწილაკები მოსცილდეს სალონის ნებისმიერი ზედაპირიდან;

  • კერხერი აბსოლუტურად უვნებელია ადამიანისთვის და ზიანს არ აყენებს ავტომობილის სავარძლების ქსოვილს;

  • ეს ტექნოლოგია იძლევა გაწმენდის საშუალებას თუნდაც ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში;

  • გარანტ მოტორსი იყენებს მხოლოდ სერთიფიცირებულ მასალებს ქიმწმენდისთვის, ჩვენ გარანტიას ვიძლევით შესრულებული სამუშაოს ხარისხზე!

ქიმწმენდის ფასები

ქიმწმენდის ფასები დამოკიდებულია ინტერიერის მასალაზე, ქსოვილის ფერზე და დაბინძურების ხარისხის დონეზე. სპეციალისტს მხოლოდ დათალიერების შემდეგ შეუძლია საფასურის დადგენა. საშუალოდ, სედანის წმენდის ფასი  200 ლარიდან იწყება.

გარანტ მოტორსში შესაძლებელია ქიმწმენდის ჩატარება როგორც მთლიანი, ასევე კონკრეტული დეტალების, ისეთი როგორიცაა: სავარძლები, ჭერი და ხალიჩის ზედაპირი.

წმენდის პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაბინძურების ხარისხზე.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.