ავტომობილის დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. იმ შემთხვევაში თუ შენიშნეთ, რომ მანქანის რომელიმე ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან და ვერ ხვდებით კონკრეტულად რა შეიძლება იყოს, ამ პრობლემის მარტივად მოგვარება შესაძლებელია კომპიუტერული დიაგნოსტიკით. სწორი დასკვნის მისაღებად ელექტრო დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს უახლესი აპარატურით, რომელსაც ექნება ლიცენზირებული პროგრამები და შეასრულებს არამარტო ზედაპირულ, არამედ დეტალურ და სიღრმისეულ დიაგნოსტიკას. დღესდღეობით ავტომობილების უმეტესი ნაწილის საწარმოებლად ელექტრონულ სისტემებს იყენებენ. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მანქანის შეკეთებისას მთავარია კომპიუტერული დიაგნოსტიკა.
საქართველოში ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკა საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, რადგან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა ამისთვის გამოცდილი სპეციალისტები და თანამედროვე მოწყობილობებია საჭირო. გარანტ მოტორსის თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია:
ხარისხზე
დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულებაზე
ავტომობილის დაუზიანებლობაზე
ზუსტ შედეგზე
გარანტ მოტორსში ვიყენებთ მხოლოდ პროფესიონალურ, სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხით დიაგნოსტიკას. ჩვენ მანქანის დიაგნოსტიკას ვახორციელებთ ისეთი მოწყობილობით, რომელიც თანაბრად ეფექტურია, როგორც სხვადასხვა ბრენდის ავტომობილისთვის, ისე ძრავის სისტემისთვის.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო პარამეტრის გაზომვას და ვაანალიზებთ მათ შედეგებს. ვამოწმებთ ავტომატურ გადაცემათა კოლოფს, დაკიდების სისტემის ელექტრონულ სისტემას, კლიმატ კონტროლს , აგრეთვე ძრავის აქტიურ და შენახულ კოდებს და სხვა.
ანალიზის საფუძველზე, ოპერატორი იღებს დასკვნას კონკრეტული ძრავის ქვესისტემის ფუნქციონირების შესახებ. ამ რეჟიმში შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ტიპის (DIS, Twin Spark და ა.შ.) აალების სისტემების შემოწმება, ინჟექტორების ტესტირება სტიმულაციით.
თანამედროვე ავტომობილების მოწყობილობისა და აღჭურვილობის მუდმივი გაუმჯობესება, დიდი გამოწვევაა მანქანების სწორად დაგნოზტიკისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციას, რადგან ყველაზე თანამედროვე მოწყობილობით დიაგნოსტიკაც კი ვერ იმუშავებს კვალიფიცერებული სპეციალისტის გარეშე.
კომპანიის მიზანია, რომ ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს მაღალი ხარისხის ავტო სერვისი, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. გარანტ მოტორსის გუნდუ შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში და შესაბამისად, მომხმარებელთა მხრიდან სანდოობითაც სარგებლობენ. ჩვენთან არამხოლოდ ხარისხიან მომსახურებას მიიღებთ, არამედ შეგიქმნიან სრულ კომფორტს და ერთ სივრცეში დაგხვდებათ ყველა იმ მომსახურება, რაც შეიძლება თქვენი ავტომობილისთვის იყოს საჭირო.
ხარისხი ფასზე მაღალია
გვყავს გამოცდილი სპეციალისტები
ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა სერვისი
მოკლე დროში ვასრულებთ სამუშაოებს
ჩვენთან თანამშრომლობით, შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან თქვენს ავტომობილს ემსახურება გამოცდილი სპეციალისტი.
გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით.