მანქანის შეღებვა ხარისხიანად - Garant Motors

სამღებრო სამუშაო - მანქანის შეღებვა

„გარანტ მოტორსში“ მანქანის შეღებვა და სხვა სამღებრო სამუშაოები მაღალი სტანდარტების შესაბამისია. გარდა ამისა, თქვენს ავტომობილს ყველა საჭირო პროცედურა უტარდება სწრაფად და ეფექტურად, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. გამოყენებული მასალა არის მაღალი ხარისხის, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ საღებავი დიდხანს შეინარჩუნებს პირველად სახეს.

იმ შემთხვევაში თუ საღებავი, რომლითაც ავტომობილია დაფარული დაზიანდა და მალევე არ მიმართეთ სპეციალისტს ვითარდება კოროზია ანუ ჟანგი. კოროზია არის რთული ქიმიური პროცესი, რომელიც ნებისმიერი სახის რკინას აზიანებს. შესაბამისად, ავტომობილს ამ მხრივ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შეიძლება ჟანგმა დროთა განმავლობაში მთლიანად გამოიყვანოს მწყობრიდან.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კოროზია არის ავტომობილის მთავარი მტერი, რომელიც იწვევს სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას. საიმედოდ რომ დაიცვათ ავტომობილი დროულად მიმართეთ სპეციალის, რომელიც მაღალხარისხიანი საღებავების გამოყენებით შეუნარჩუნებს თქვენს ავტომობილს გარეგნულ იერს.

„გარანტ მოტორსი“ გთავაზობთ, როგორც ავტომობილის დეტალების, ისე სრულად შეღებვას.

სამუშაო ეტაპები მოიცავს:

  • წინასწარ დათვალიერებას, დეფექტების შეფასებას, შეღებვის მეთოდის არჩევას (სრული / ლოკალური)

  • ვიზუალური დეფექტების აღმოფხვრას, პირვანდელი ზედაპირის ფორმის აღდგენას

  • გარეცხვა, გაშრობა, ჟანგის მოცილებასა და დასუფთავებას

  • დაგრუნტვას

  • გაშრობასა და გაპრიალებას

ჩვენს ავტოსერვისში ფუნქციონირებს მრავალფუნქციური საშრობ/სამღებრო კამერა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ავტომობილის ღებვისთვის. იგი ახორციელებს ყველა საჭირო ოპერაციას ზედაპირის შეღებვისა და გაშრობის მიზნით. სპეციალური ოთახის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ ტექნოლოგიის თანახმად, აუცილებელია გაუძლოს გარკვეულ ტემპერატურას და თავიდან აიცილოს მტვერი და ნაწილაკები მეტალის ზედაპირზე. მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სპეციალისტი შეასრულებს სამუშაოს ქარხნული სტანდარტის მიხედვით.

ჩვენი სპეციალისტები ძალიან ფრთხილად და თანაბრად ღებავენ ავტომობილის ზედაპირს, რის შემდეგაც იგი საშრობში შედის. საღებავის სამუშაოს საბოლოო ეტაპია ზედაპირის გაპრიალება, რის შემდეგაც მანქანა გლუვი ხდება და ისე გამოიყურება, როგორც ქარხნიდან ახლად გამოსული.

კომპანია პასუხისმგებელია:

  • თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმზე

  • გამოყენებული მასალების ხარისხზე

  • სამუშაოს დროულ შესრულებაზე

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

  • დაუბრუნებენ პირვანდელ გარეგნულ იერს

  • 100%-ით ფერის დასმა

  • სწრაფად და ხარისხიანად სამუშაოს შესრულება

  • გარანტირებული გამძლეობა

  • სრული მომსახურება (მომზადება, შეღებვა, საშრობში, გაშრობა და სხვა სამუშაოები.)

„გარანტ მოტორსის“ შესახებ:

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისგან. ისინი იყენებენ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს თქვენი ავტომობილის შესაკეთებლად და ყოველგვარი დაზიანების გარეშე ჩაგაბარებენ ავტომობილს. ამასთან, ჩვენთან მეგობრული და სუფთა გარემოა, სადაც მაქსიმალურად კომფორტულია სერვისის მიღება.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით - ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა თქვენს შეკითხვას.