კონდიციონერის დატუმბვა ხარისხიანად - Garant Motors

კონდიცირების სისტემის გამართვა და დატუმბვა

გარანტ მოტორსი გთავაზობთ კონდიცინრების სისტემის გამართვისა და დატუმბვის სერვისს კვალიფიციური და პროფესიონალი პერსონალის მეშვეობით, ისინი უპრობლემოდ მოაგვარებენ თქვენი ავტომობილის პრობლემას.

დღესდღეობით კონდიციონერით აღჭურვილი ავტომობილი არ არის ფუფუნება, არამედ ის წარმოადგენს აუცილებლობას. კონდიცირება მანქანაში არა მხოლოდ ზრდის მძღოლისა და მგზავრების კომფორტის დონეს, არამედ აუმჯობესებს კონცენტრაციას, რაც თავის მხრივ ზრდის უსაფრთხოების დონეს მართვის დროს.

ყველა ტიპის ავტომობილის კონდიცირების სისტემას სჭირდება შემოწმება და გამართვა. ამ დროს მთავარია გემსახურებოდეთ თავისი საქმის პროფესიონალი. რომელსაც ექნება გამოცდილება და მარტივად გადაჭრის პრობლემას.

ავტომობილის კონდიციონერის დატუმბვა ავტომატური აღჭურვილობით/მოწყობილობით

მანქანის კონდიციონერების დატუმბვა გარანტ მოტორსში ხორციელდება სპეციალური ავტომატური მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც განსაზღვრავს ფრეონის ზუსტ რაოდენობას შევსებამდე და მის შემდეგ. იგი უკავშირდება მანქანის სისტემას, იწყებს სისტემაში არსებული ფრეონის ამოტუმბვას, ქმნის ვაკუუმს სისტემაში, შემდეგ ტუმბავს ფრეონით სტანდარტის მიხედვით.

ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Global-ის ფრეონს, რომელიც ჩინური და თურქული ფრეონისგან განსხვავებით არ შეიცავს კონდენსანტს და ხასიათდება მაღალი გაგრილების კოეფიციენტით. ხარისხიანი მასალა კი განაპირობებს შეკეთებული ნაწილის გამძლეობასა და ეფექტურობას.

გაითვალისწინეთ, რომ ფრეონის თუნდაც მცირე დოზით ნაკლებობა ჰაერის კონდიცირების სისტემას ნელ-ნელა აზიანებს და ძვირად ღირებული კომპრესორი მწყობრიდან გამოდის. ამიტომ, თუ თქვენს ავტომობილს ესაჭიროება კონდიცირების სისტემის გამართვა, აუცილებელია, რომ მიმართოთ გამოცდილ და სანდო კომპანიას.

კონდიციონერის დიაგნოსტიკა და დატუმბვა სავალდებულო პროცედურაა, რომელიც უნდა ჩატარდეს ორ წელიწადში ერთხელ.

რა ღირს კონდიციონერის დიაგნოსტიკა?

კონდიცირების დიაგნოსტიკის ღირებულებას რაც შეეხება, ხარისხთან შედარებით ნამდვილად მისაღებია, რადგან ჩვენი მიზანია, რომ მანქანის ტექნიკური მომსახურება გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი.

  • კონდიციონერის სრული დიაგნოსტიკის ღირებულებაა - 20 ლარი

  • ფრეონის საფასური კი შეადგენს 100 გრ- 10 ლარს

ჩვენი ცენტრი გთავაზობთ:

  • სალონის ფილტრის გამოცვლას

  • წნევის სენსორის შეცვლას

  • კომპრესორის და სხვადასხვა ნაწილების შეცვლას

  • სისტემის შლანგების შეცვლას

  • სარქველის შეცვლას

  • კომპრესორის მართვის სარქვლის შეცვლას

რატომ გარანტ მოტორსი?

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს ყველა ბრენდის ავტომობილისთვის, მათ შორის სატვირთო მანქანების და ავტობუსებისთვის, შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტიით. გირჩევთ, რომ არ დაელოდოთ როდის აღარ გააგრილებს კონდიციონერი ავტომობილის სალონს ან სავარძლებს. მოგვმართეთ ორ წელიწადში ერთხელ და შეამოწმეთ ფრეონის დონე, რადგან მისი ნაკლებობა იწვევს კონდიოციონერის დაზიანებას და კომპრესორი გამოყავს მწყობრიდან, ეს ავტონაწილი კი საკმაოდ ძვირადღირებულია.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.