სათუნუქე სამუშაოები ხარისხიანად - Garant Motors

სათუნუქე სამუშაოები

გარანტ მოტორსი გთავაზობთ დაზიანებულ ავტომობილებზე ხარისხიან სათუნუქე მომსახურებას ერთ სივრცეში, რომელიც სრულდება სწრაფად და ეფექტურად. გამოცდილი სპეციალისტების დახმარების შედეგად ნებისმიერი სირთულის დაზიანების აღმოფხვრაა შესაძლებელი, ამავდროულად გონივრულ ვადაში ჩაბარების გარანტიით.

ავტმობილის სათუნუქე სამუშაოები მოითხოვს ტექნიკური ცოდნის და უნარების მოქმედებების ერთობლიობას, რომლის შესრულებაც შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს, თანამედროვე აპარატების გამოყენებით. ჩვენ მომხმარებლებს ასევე ვთავაზობთ ისეთ სერვისს, როგორიცაა თუნუქის ცივად გასწორება.

ბუნებრივი ფაქტორების, როგორიცაა სეტყვა ან სხვა ობიექტებთან ფიზიკური კონტაქტის შედეგად, შეიძლება დაზიანდეს თქვენი ავტომობილი. კოროზიის გაჩენის, მცირე და ღრმა ზომის ნაკაწრების და ბზარების გამოჩენა მოითხოვს პროფესიონალების ჩარევას და პრობლემის გადაჭრის გადადება მხოლოდ მდგომარეობას დაამძიმებს. საჭირო სამუშაოების ჩატარების შემდეგ თქვენი ავტომობილი დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და შეუმჩნეველი გახდება მანამდე არსებული დეფექტები. ამის მისაღწევად გარანტ მოტორსში თითოეული სპეციალისტი იყენებს ხარისხიან მასალასა და ხელსაწყოებს.

გარანტ მოტორსის გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან:

  • მანქანის გეომეტრიის აღდგენაში სერიოზული დაზიანების არსებობის შემთხვევაში.

  • ლითონის ნაწილების გასწორებაში, შემდგომ აღდგენით.

  • შედუღებით სამუშაოში, გეგმის წინასწარ მომზადებით.

  • მანქანის ანტიკოროზიული საფარით დამუშავებაში.

ავტომობილის აღდგენა ავტოავარიის შემდეგ მოითხოვს:

ავტოავარიას სერიოზული ზიანი მოაქვს და ამის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თქვენი მანქანა მაქსიმალურად იყოს გამართული, ხოლო ეს შედეგი თუ უკვე დადგა უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ მანქანის აღდგენა გარანტ მოტორსში. სპეციალისტები ატარებენ შემდეგ პროცედურებს:

  • დაზიანების ხარისხის დადგენა.

  • პირველადი სათუნუქე სამუშაოების ჩატარება (მეტალის გასწორება).

ჩვენთან შეგიძლიათ უმოკლეს დროში აღადგინოთ თქვენი ავტომობილი, დაუბრუნოთ პირველადი სახე, იყოთ მშვიდად და უსაფრთხოდ ხარისხის გარანტიის შედეგად.

„გარანტ მოტორსის“ შესახებ

გარანტ მოტორსის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, რომელთა მიზანიცაა ქართულ ბაზარზე დაამკვიდრონ მაღალი სტანდარტების შესაბამისი ავტო სერვისი, სრული ტექნიკური მომსახურებით. ამასთანავე, მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა კატეგორიის ადამიანისთვის. კომპანიის მიზანია, რომმომხმარებლებს მაღალ ხარისხთან ერთად შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. ჩატარებულ სამუშაოებზე ჩვენი კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას და იძლევა გარანტიას.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს.