ჰიბრიდული სისტემის ელემენტების გაწმენდა - Garant Motors

ჰიბრიდული სისტემის ელემენტების წმენდა

საქართველოში მომრავლდა ელექტრო სისტემის მქონე და ჰიბრიდული ავტომობილები. ამიტომაც, საჭირო გახდა ჰიბრიდული ელემენტების წმენდის სერვისი, რაც მოითხოვს ცოდნასა და გამოცდილებას. გარანტ მოტორსში თქვენს ავტომობილს ეს პროცედურა ჩაუტარდება ხარისხიანად, ეფექტურად და მისაღებ ფასში.

როდის არის საჭირო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებს წმენდა?

კონტაქტების დაჟანგვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში იმყოფება ავტომობილი და რომელი ქვეყნიდანაა ჩამოყვანილი. მაგალითად, Prius-ისების დიდი ნაწილი ამერიკიდან მოდის სადაზღვევო აუქციონიდან, დამტვრეული და ჩაძირული სტატუსით. გარდა ამისა, ამერიკული და იაპონური ავტომობილების იმპორტი ხდება გემით და ტენიან გარემოში დაჟანგვის პროცესი მატულობს.

დაჟანგული კონტაქტებით, წინააღმდეგობის განსხვავების გამო, მუხტი და გამტარიანობა სხვაგვარად მიდის და ელემენტთა შორის ძაბვის სხვაობა დიდია. მისაღები განსხვავებაა 0.20 ვ. დაჟანგული კონტაქტები საწვავის ხარჯს ზრდის და ავტომობილის აჩქარების დინამიკა მცირდება. იდეალური წინააღმდეგობაა 0.018 Ohm (შიდა წინააღმდეგობა (R01 - R14) - 0.018 - 0.028 ohm). თუ წინააღმდეგობა უფრო მაღალია, ვიდრე 0.024 Ohms, და თუ ელემენტებს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე 0.001, მაშინ უკვე რეკომენდირებულია კონტაქტების გაწმენდა. ამისათვის გამოიყენება ქიმიური და ფიზიკური მეთოდები.

რას გულისხმობს ფიზიკური და ქიმიური წმენდა?

ფიზიკური მეთოდი გულისხმობს კონტაქტების გაწმენდას grinder disk ან sandpaper, რის შემდეგაც კონტაქტი დაფარულია სპეციალური საფარით ან ლაქით, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი დაჟანგვა. ეს მეთოდი აფუჭებს კონტაქტების ზედაპირს და კიდევ უფრო სწრაფად იჟანგება. ამ მეთოდით წმენდა ძლებს მხოლოდ 1 წლის განმავლობაში და როგორც წესი მოყვარულთა მიერ გამოიყენება მანქანის სწრაფად განადგურების მიზნით.

გარანტ მოტორსში თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ კონტაქტები ქიმიური მეთოდით ან შეცვალოთ ისინი ახლით. ამ მეთოდით წმენდისას გამოიყენება სპეციალური საშუალებები. კონტაქტების ქიმიური მეთოდით გაწმენდის შემდეგ მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ დასჭირდება წმენდა, ხოლო ახლით შეცვლისას - 5 წელი.

ჰიბრიდული ავტომობილები

ჰიბრიდული ავტომობილი 1997 წელს შეიქმნა და ასეთი პოპულარობა განაპირობა მისმა ეკონომიურობამ. ამ ტიპის მანქანებს გააჩნიათ შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტრო ძრავიც. მათი მართვა განსხვავებულ ცოდნას არ მოითხოვს, პირიქით უფრო მარტივი და კომფორტულია. ჰიბრიდული ავტომობილების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ თითქმის არანაირ ზიანს არ აყენებენ გარემოს.

დამატებით რა მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ გარანტ მოტორსში?

გადადით კონტაქტის გვერდზე, დაგვიკავშირდით სასურველ დროს, მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენს კითხვებზე.