ავტომობილის შეღებვა საჭირო შეიძლება გახდეს ორი მიზეზით, ესენია:
ნაკაწრები ანუ დაზიანებები
მფლობელს სურდეს ფერის ცვლილება
არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ხარისხიანი ავტო საღებავების გამოყენება, რომელიც იქნება მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა. თუ შერჩეული საღებავი ამ პირობებს დააკმაყოფილებს და სამუშაოებს შეასრულებს გამოცდილი სპეციალისტი მიიღებთ სასურველ შედეგს. გარანტ მოტორსი გთავაზობთ De beer - ის ავტო საღებავებს, რომლებიც ხარისხის მიხედვით უკონკურენტოა.
De Beer დაარსდა 1910 წელს ქალაქ ლელიშტადში (ნიდერლანდები). კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საღებავების წარმოება. 1951 წლიდან დაიწყო საავტომობილო სარემონტო მასალების წარმოება.
დღეს, De Beer აქვს ორი თანამედროვე ქარხანა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობებით და მძლავრი კვლევითი ლაბორატორიით. დიდი ინვესტიცია და პრიორიტეტი ენიჭება ინოვაციას, ახალი ტექნოლოგიებისა და ავტომობილის სარემონტო მასალების შექმნას. De Beer - ის პროდუქტები წარმოდგენილია 90-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიას წარმოადგენს, ჭეშმარიტად ევროპული უმაღლესი ხარისხის მასალების შეთავაზება. ფასის / ხარისხის რეიტინგში, De Beer- ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ არსებული პროდუქტები საღებავების ბაზარზე უდავო ლიდერია.
გარანტ მოტორსი არის ავტო სერვის ცენტრი, სადაც ხდება მანქანის ხარვეზების სრულყოფილად შესწავლა, დიაგნოსტიკა და შეკეთება. დღეს, სამღებრო სამუშაოები საკმაოდ აქტუალურია, ამიტომ კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის De beer - ის ავტო საღებავებს. ასევე, კომპანიის მფლობელობაშია თანამედროვე აღჭურვილობები, რომლებიც ხელოსნებს ეხმარება საქმის მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში. რაც შეეხება სპეციალისტებს, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მრავალწლიანი გამოცდილებით.
მუდმივად ცვალებად ბაზარზე, სამი კონცეფცია უცვლელია, რაც განაპირობებს ჩვენს მიმართ დიდ სანდოობას:
ხარისხი
ფასი
ხელმისაწვდომობა
ჩვენი პროდუქტის ფასი შეესაბამება მის ხარისხს და, შესაბამისად, ხელმისაწვდომს ხდის მას მომხმარებლებისთვის.
გარანტ მოტორსი იძლევა გარანტიას შესრულებულ სამუშაოებზე. გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელ დროს.